ხანძარი თბილისში

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, საწყობი იწვის

საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბელიაშვილის 124 ნომერში სასაწყობე ფართი იწვის. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ცეცხლი მუყაოს ყუთებსა და საბურავებს უკიდია. 

ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები