ევროკავშირი-საქართველო

კახიძე: ივანიშვილის ბოლო ჟამის ელჩები დადიან ინსტიტუციებში და იტყუებიან, მათი საქმე წასულია

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

"ყველას ვერ მოატყუებენ, დასრულდა ივანიშვილის მხრიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიცრუეში შეყვანა," - ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტზე დეკლარაციის ჩავარდნას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

კახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებმა იციან სიმართლე და ქართული დემოკრატიისა და საზოგადოების გვერდით არიან.

"ტექსტი და კენჭისყრის შედეგებიც ცნობილია. სწორედ ეს ტექსტები ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს და შემდგომ უთხრეს, რომ მიეღოთ რეზოლუცია შესწორებების გარეშე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო. ევროპარლამენტმა კი ამ თავხედობას პასუხი გასცა და პირველად საქართველო-ევროკავშირის ისტორიაში, ჩავარდა საერთო დეკლარაცია. ივანიშვილის ბოლო ჟამის ელჩები, რომ დადიან ინსტიტუციებში და ტყუილებს ავრცელებენ, მათი საქმე წასულია, უნდა გააცნობიერონ რომ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. შეიძლება ბევრი ადამიანი მოატყუო ცოტა ხნით, შეიძლება ცოტა ადამიანი მოატყუო დიდი ხნით, მაგრამ ყველას და მუდმივად ვერ მოატყუებ,"- ამბობს კახიძე. 

გუშინ, 13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

ევროპარლამენტის დასავლელი დეპუტატებისთვის და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მიუღებელი იყო ქართული ოცნების მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტი, ამიტომ კომიტეტს შესწორებები შესთავაზა, რომელსაც, თავის მხრივ, ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები