საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება

წილოსანი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის კანონზე: არ აწესებს დამატებით ბენეფიტებს

0 კომენტარი

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის აზრით, ქონების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს, დამატებით "ბენეფიტებს" ეკლესიისთვის არ აწესებს.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვით მთავრობას ექნება შესაძლებლობა საპატრიარქოს გადასცეს საქართველოში არსებული ეკლესიების მიმდებარე ტყის ფართობები, მაქსიმუმ 20 ჰექტარი თითოეულ შემთხვევაში.

"ასევე, ის არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ, რომ ტყის კოდექსი, რომელიც საერთო სატყეო რეფორმის ნაწილია, გაცილებით უფრო ფართო და მასშტაბურ მიზანს ისახავს, ვიდრე ეს საკითხი, რომელზეც კონცენტრირდით" , - ამბობს ნინო წილოსანი ფორმულას ეთერში.

სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მთავრობას ექნება შესაძლებლობა საპატრიარქოს გადასცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესიის მიმდებარე 20 ჰექტრამდე ტყე. საუბარია არა ჯამში 20 ჰექტარზე, არამედ, თითოეულ ეკლესიასთან მდებარე ტყეებზე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ ეს კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებით, ეს ცვლილება დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და აღრმავებს საქართველოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ უთანასწორობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები