მანჩესტერ სიტი

UEFA-მ მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 2 სეზონში მონაწილეობა აუკრძალა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

UEFA-მ ინგლისურ საფეხბურთო კლუბს, მანჩესტერ სიტის, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ სეზონზე (2020-21 , 2021-22) მონაწილეობა აუკრძალა და 30 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

საფეხბურთო კლუბის ინფორმაციით, გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ ეს მათთვის მოულოდნელი არ იყო.  

UEFA-ს ინფორმაციით, კლუბმა ლიცენზირებისა და ფინანსურად სამართლიანი თამაშის წესები დაარღვია.  

მანჩესტერ სიტი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები