2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება

ზარიფი ბირთვულ შეთანხმებაზე: თუ ევროპა დაგვეხმარება, გადადგმულ ნაბიჯებს გადავხედავთ

0 კომენტარი
ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავიდ ზარიფმა 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაზე თქვა, რომ თუ ევროპა ირანს "აზრიანი" ეკონომიკური სარგებლით უზრუნველყოფდა, თეირანი მის მიერ გადაგდმულ ნაბიჯებს გადახედავდა.

ამჟამად, ირანი ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ ემორჩილება და ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ იცავს.

"აშშ-ს სანქციების გამო შეუქცევადი და გამოუსწორებელი ზიანი მივიღეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს იმ პირობით გადავხედავთ, რომ ევროპა აზრიან ნაბიჯებს გადადგამს," - აღნიშნა ზარიფმა.

მისი თქმით ირანი გადავწყვეტდა, ევროპა რასაც აკეთებს არის თუ არა საკმარისი, რომ შეანელონ ან უკან გადადგან მათ მიერ გადადგმული ზოგი ნაბიჯი - "ზოგი ნაბიჯის უკან გადაგმა არც გამოგვირიცხავს".

ზოგ ევროპულ ქვეყანას ირანთან სპეციალური სავაჭრო მექანიზმი აქვს (Instex), რათა ირანთან ჰუმანიტარული ვაჭრობის საშუალება ჰქონდეთ და აშშ-ის სანქციების ეფექტი აარიდონ. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმით ჯერ არცერთი ტრანზაქცია დასრულებულა. 

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ირანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილებიან და ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავენ.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ქვეყანა შეთანხმებას ტოვებს. მასში აღნიშნულია, რომ ირანი გაეროს ატომური ენეგრიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას განაგრძობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მათ სააგენტოს ინსპექტორს ნოემბერში აკრედიტაცია გაუუქმა და ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც მისგან ბენეფიტებს მიიღებს.

ეს ირანის მხრიდან შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარის თქმის პირველი შემთხვევა არაა. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ ირანი მის პირობებს ნელ-ნელა ტოვებდა, მათ შორის გასულ თვეებში მათ განაცხადეს, რომ ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდნენ. მანამდე ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები ასევე მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშავოს.

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ ირანი შეთანხმებას ნაწილობრივ დატოვებდა, დაიტოვებდა გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საჭიროა ახალი, უფრო სამართლიანი და ეფექტური შეთანხმების შემუშავება. მის იდეას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც, რომელმაც თქვა, რომ წინ წასვლის გზა ახალი, "ტრამპის შეთანხმებაა".

22 იანვარს როუჰანიმ ევროპას მოუწოდა, რომ აშშ-ისთვის არ მიებაძათ და ირანის ბირთვული შეთანხმებისთვის ძირი არ გამოეთხარათ.

აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ სულ უფრო ფართოვდება. 31 იანვარს აშშ-ში განაცხადეს, რომ ირანის რეჟიმის პროვოკაციული ბირთვული ესკალაციის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციას (AEOI) და მის ხელმძღვანელს, ალი აქბარ სალეჰის სანქციები დაუწესა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები