აშშ

პომპეო: რუსეთმა საქართველოს, აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილები და ყირიმი დაიპყრო

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, მიუნხენის უსაფრთხოების 2020 წლის კონფერენციაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსეთის მიერ საქრთველოსა და უკრაინის ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციაზეც ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ თავისუფალ და არათავისუფალ სამყაროს შორის ბრძოლაში დასავლეთი იგებდა, თუმცა, ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, ქვეყნები, რომლების სუვერენიტეტს პატივს არ სცემდნენ, კვლავ იმუქრებოდნენ და "ზოგი ქვეყანა კვლავ იმპერიად ყოფნას ესწრაფვოდა". 

ამ ქვეყნებში პომპეომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი იგულისხმა.

"რუსეთმა ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები დაიპყრო. ირანი საუდის არაბეთში ნავთობის ობიექტებს რაკეტებით აფეთქებს და მისი პროქსი ძალები ერაყში, სირიაში, ლიბანსა და იემენში არსებობს. ჩინეთი ვიეტნამის, ფილიპინებისა და ინდონეზიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებს უტევს. ჩინეთს თითქმის ყველა მეზობელთან აქვს სასაზღვრო დავა," - თქვა პომპეომ.

მაიკ პომეომ კიბერუსაფრთხოებაზეც ისაუბრა და ჩინური ჰუავეი ტროას ცხენს შეადარა, ხოლო რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიაზე აღნიშნა, რომ ქვეყანა "ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობას ცდილობდა".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისეთი ავტორიტარული ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ეკონომიკურ წნეხზეც ისაუბრა - "ჩინეთი ტაივანსა და ჰონგ-კონგზე გაჩუმებას ითხოვს. ამიტომ, შეთანხმებები გრძელდება".

"სუვერენიტეტზე თავდასხმა დესტაბილიზაციას, გაღატაკებასა და დამონებას იწვევს," - პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუვერენიტეტზე თავდასხმა დასავლურ იდეაზე თავდასხმაა.

თუმცა, მას ბევრი კარგი სიახლე აქვს - "ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს ვიცავთ, ჩვენ ჩვენს თავისუფლებებს ვიცავთ, ჩვენ ჩვენს სუვერენულ უფლებას ვიცავთ, თუ როგორ ვიცხოვროთ".

"აშშ-მა უკრაინა სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგა, რათა ამ დიდებულმა ქვეყანამ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს და ჩვენ ბალტიის სახელმწიფოებთან ვმუშაობთ კიბერუსაფრთხოებაზე, რათა ისინი განგრძობადი კიბერშეტევებისგან დავიცვათ," - თქვა პომპეომ.

პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ცივი ომის შემდეგ ნატოს აღმოსავლეთ ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი გაძლიერების საქმეში მოკავშირეების გვერდით იდგა - "აშშ-მა აღიდგინა შეიარაღების კონტროლის სანდოობა, როდესაც ჩვენ INF-ის შეთანხმებიდან ნატოს ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოვედით მას შემდეგ, რაც რუსეთი განუწყვეტლივ არღვევდა მის წესებს... ჩვენ ვუძღვებით Defender Europe 2020-ს, რაც 25 წლის განმავლობაში აშშ-ის ჯარების უდიდესი განლაგებაა ევროპაში".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო საზოგადოებაში ამერიკის ლიდერობის მნიშვნელობაზე საუბრისას მოკავშირეების მობილიზებაში აშშ-ის როლიც აღნიშნა, რათა ჰორმუზის სრუტეში გზების დაცვაში დახმარებოდნენ და "სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის დაცვაში. აშშ ასევე მუშაობდა საერთაშორისო სანქციებზე, რათა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის განვითარებისთვის ხელი შეეშალა. კიმ ჩენ ინის მოლაპარაკების მაგიდაზე დასაბრუნებლად ვიმუშავეთ, ჩვენ გავუძეხით 81 ქვეყანას გლობალურ ბრძოლაში, რათა ისლამური სახელმწიფოს ხალიფატი დაგვემარცხებინა..."

"ეს ამერიკაა, ვინც საერთაშორისო საზოგადოებას უარყოფს?" - პომპეო ამ კითხვით გერმანიის პრეზიდენტის შტაინმაიერის გუშინდელ კრიტიკას გამოეხმაურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საერთაშორისო საზოგადოებას უგულვებელყოფდა.

პომპეომ აშშ-ის სტრატეგია დაიცვა და თქვა, რომ ევროპას, იაპონიასა და სხვა ამერიკელ მოკავშირეებს, ტაქტიკური განსხვავებების მიუხედავად, რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე ერთაინი პოზიცია ჰქონდათ.

"ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ალიანსების, ჩვენი მეგობრების. თავისუფალ დასავლეთს ბევრად ნათელი მომავალი აქვს, ვიდრე არალიბერალურ ალტერნატივებს. ჩვენ ვიგებთ და ჩვენ ამას ერთად ვაკეთებთ... ნუ მოტყუვდებით მათგან, ვინც საწინააღმდეგოს გეუბნებათ," - თქვა პომპეომ და აღნიშნა, რომ როდესაც ირანელი მაღალჩინოსნების მსხვერპლის როლის თამაშს უყურებენ, გაიხსენონ მათ მიერ მოკლული უდანაშაულო ირანის მოქალაქეები, ასევე "როდესაც რუსეთი ამბობს, რომ Nord Stream 2 წმინდად ეკონომიკურია, ნუ მოტყუვდებით და გაითვალისწინეთ საზიანო დანაკარგი და 2006 წლის, 2008 წლის, 2009 წლის, 2015 წლის გამარჯვებულები".

"მე ყველა თქვენგანის მჯერა, მე მჯერა ჩვენი ერთად ყოფნის... ჩვენ ყველანი ამ ბრძოლაში ვართ. მოდით, გავაგრძელოთ მოგება. დაე, ღმერთმა დალოცოს თავისუფალი სამყარო და ამერიკის შეერთებული შტატები," - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სიტყვის დასასრულს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები