რუსული ოკუპაცია

სუს: ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან საოკუპაციო ძალებმა მანათობელი სასიგნალო მაშხალები ისროლეს

radiotavisupleba.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან საოკუპაციო ძალებმა მანათობელი სასიგნალო მაშხალები ისროლეს. 

უწყების ინფორმაციით, რომ შემთხვევა გუშინ, 14 თებერვალს, 20 საათზე მოხდა.

"მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს",-ამბობენ სუს-ში.

სუს-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულა ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები