აფეთქება ამერიკის სამხედრო ბაზაზე

ბაღდადში, აშშ-ის სამხედრო კოალიციის ბაზაზე, რამდენიმე აფეთქება მოხდა

ბაღდადში აშშ-ის სამხედრო კოალიციის ბაზაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო როიტერსი ამერიკის სამხედრო უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქება სავარაუდოდ, სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია. 

სააგენტოს ინფორმაციითვე, ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია მსხვერპლისა და ზარალის შესახებ.

სამხედრო კოალიციის ბაზა, სადაც აფეთქება მოხდა, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.

კომენტარები