Banksy-ის მიერ ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ნამუშევარი დახატვიდან 48 საათში დააზიანეს.
გოგო კატაპულტიდან ცაში აფრენილ და ერთად შეკრულ წითელ ვარდებს ესვრის - არტისტმა ამ შინაარსის ნახატი ბრისტოლში, შენობის კედელზე დახატა.
პარასკევს Banksy-იმ დაადასტურა, რომ ნახატი მას ეკუთვნოდა და ნამუშევრის ამსახველი ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზე დადო. შაბათს ნახატს ვარდისფერი საღებავით წარწერა გადააწერეს, გული დაახატეს და შესაბამისად ის დააზიანეს.
შენობაში არსებული კომპანიის მფლობელი ოჯახის თქმით, ისინი "შეძრულები" არიან მომხდარით და აუცილებლად მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა მომავალში დაიცვან ნამუშევარი სხვა საფრთხეებისგან.