ცნობილი ადამიანები

ჯასტინ ბიბერი: მსურს ბილი აილიში დავიცვა, არ მინდა ჩემნაირი გზა გაიაროს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ჯასტინ ბიბერმა Apple Music-თან ახალ ინტერვიუში ბილი აილიშზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი დაცვა სურს.

წამყვანმა მომღერალს კითხა, თუ ჰქონდა ბილი აილიშის მიმართ მფარველობითი განცდა, რაზეც ჯასტინ ბიბერმა უპასუხა:

"მე მისი დაცვა მსურს. ჩემთვის ძნელი იყო ისეთი ახალგაზრდა ვყოფილიყავი ინდუსტრიაში და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ყველა მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი და მეორე წამს ზურგს მაქცევდნენ. დიახ, ეს ძნელია, მინდა მან იცოდეს, რომ შეუძლია დამეყრდნოს. თუმცა, დღის ბოლოს არასდროს ვაიძულებ საკუთარ თავს, რომ მასთან ურთიერთობა მქონდეს, ეს ბუნებრივი უნდა იყოს, არა? ამიტომ, ქნას მან ის, რაც უნდა და თუ ოდესმე დავჭირდები, აქ ვიქნები მისთვის".

ბილი აილიშზე საუბრისას და საკუთარი წარსულის გახსენებისას ჯასტინ ბიბერი ატირდა.

"უბრალოდ მინდა დავიცვა, იცით? არ მინდა რომ დამარცხდეს, არ მინდა რომ ჩემნაირი გზა გაიაროს. ამას არავის ვისურვებდი. ამიტომ, თუ ოდესმე დავჭირდები, ჩემგან ერთი ზარი აშორებს", - თქვა ჯასტინ ბიბერმა.

მომენტი ინტერვიუდან, სადაც ბიბერი აილშზე საუბრობს, 18 წლის მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. 

2019 წელს ჯასტინ ბიბერმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ყვებოდა, რომ ახალგაზრდობაში უცბად მოპოვებულმა პოპულარობამ მასზე ნეგატიურად იმოქმედა და ძალიან ბევრი ურთიერთობა დაუზიანა. ის ასევე ყვებოდა, რომ მაგ პერიოდში მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები