გერმანია

გერმანიაში დააკავეს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის 12 წევრი, რომლებიც თავდასხმებს გეგმავდნენ

Reuters

გერმანიაში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის Der harte Kern-ის 12 წევრი დააკავეს, რომლებიც მეჩეთებზე, პოლიტიკოსებზე და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. ჯგუფის კიდევ ერთი წევრი მიმალვაშია.

პოლიციას მიაჩნია, რომ დაკავებულთაგან ოთხმა ჯგუფი შექმნა, დანარჩენები კი მათ ფულით და იარაღის მიწოდებით ეხმარებოდნენ. ჯგუფი სავარაუდოდ გასული წლის სექტემბერში შეიქმნა და კავშირი აქვს ფინეთში დაარსებულ კიდევ ერთ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფთან, ოდინის ჯარისკაცებთან.

გამომძიებლებს ინფორმაცია ანონიმურმა პირმა მიაწოდა, რომელმაც ჯგუფში შეღწევა შეძლო. დაკავებების შემდეგ ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო მასალა.

გასული წლის ოქტომბერში ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტმა თავდასხმა მოაწყო ქალაქ ჰალეში მდებარე სინაგოგაზე, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამავე წლის ივნისში ნეო-ნაცისტმა ექსტრემისტმა მოკლა ქრისტიან დამოკრატიული კავშირის წევრი ჰესენიდან ვალტერ ლუბკე.

კომენტარები