პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ

პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ყოფილი გენერალური პროკურორის და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან დადგმულ ჯებირზე პლაკატები და სიმბოლურად ფეხსაცმელები დაამაგრეს, როგორც ისინი განმარტავენ, ეს ირაკლი შოთაძის მიერ გაყალბებული საქმეების სიმბოლოა.

"ამ ადამიანებმა, თავად ქურდებმა და ყაჩაღებმა უნდა განსაზღვრონ მომავალში საქართველოს მოქალაქეების ბედი, ესაა უკანონობა, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ჩადის", - ამბობს აქტივისტი.

დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მოსმენას არ დაესწრებიან.

შოთაძეს პარლამენტის დეპუტატთა 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძის კანდიდატურს მხარს დაუჭერს.

კომენტარები