ამერიკელი ლობისტები

მთავრობამ აშშ-ში ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება განაახლა

ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის წევრები ცვლილებების ახალი პაკეტის პრეზენტაციისას
ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება განაახლა ამერიკულ ლობისტურ კომპანია Strate Various-თან.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ერთ წელს გრძელდება, კომპანია საქართველოს მთავრობიდან თვეში 10 ათას აშშ დოლარს მიიღებს.

მას ხელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი აწერს.

როგორც ხელშეკრულებაში წერია, ლობისტური კომპანია ხელისუფლებას შემდეგი სახის მომსახურებას გაუწევს:

  • პოლიტიკის მონიტორინგი/ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება/მორგება
  • სტრატეგიული ნარატივის შემუშავება
  • გზავნილების მომზადება საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის პირებისთვის

Strate Various საქართველოს მთავრობას აქამდეც უწევდა მომსახურებას. კომპანიასთან კონტრაქტი 2019 წლის 25 იანვარს დაიდო და ვადად 31 დეკემბერი განისაზღვრა. ამ პერიოდში ყოველთვიური გადასახდელი თანხა 12 ათას დოლარს შეადგენდა, რაც წელიწადში 180 ათას დოლარს უტოლდებოდა. 

კომენტარები