რუსეთი

Samsung რუსული აპლიკაციებისა და პროგრამების წინასწარ ინსტალაციას დათანხმდა

ვლადიმირ პუტინი

კორპორაცია Samsung Electronics-ი მზადაა, რუსული კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარ მოწყობილობებზე რუსულ აპლიკაციები და კომპიუტერული პროგრამები წინასწარ დააინსტალიროს. ამის შესახებ კომპანიის მოსკოვის ფილიალში განაცხადეს.

"კომპანია Samsung Electronics-ი მზადაა, შეასრულოს რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლებიც რეგულატორის მიერ არის განსაზღვრული და საკუთარი საქმიანობა მოიყვანოს თანხვედრაში მიღებულ დადგენილებებთან", — წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მიღებული კანონი არანაირად არ აისახება მათი საქმიანობის მოდელზე რუსეთში.

გასული წლის დეკემბერში, რუსეთის დუმამ მიიღო კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც რუსეთში იკრძალება იმ სმარტფონების, Smart ტელევიზორების, კომპიუტერების თუ პლანშეტების გაყიდვა, რომლებზეც წინასწარ არ არის დაინსტალირებული რუსული აპლიკაციები და კომპიუტერული პროგრამები. 

კერძოდ, რუსეთში გასაყიდად დასაშვებ გაჯეტებზე წინასწარ უნდა იყოს დაინსტალირებული: რუსული ანტივირუსი, საგადასახადო სისტემები, გზამკვლევი და საძიებო სისტემა. ფორმალურად კანონს Apple-ს საწინააღმდეგო აქტს უწოდებენ, რადგანაც ცნობილია, რომ ამერიკული კომპანია წინასწარ მხოლოდ საკუთარი წარმოების აპლიკაციებს და კომპიუტერულ პროგრამებს აინსტალირებს. 

კანონის მიღებამდე Apple-ში აცხადებდნენ, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში რუსეთში ბიზნეს მოდელის შეცვლაზე დაფიქრდებოდნენ.

კომენტარები