საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: დავაკავეთ პირი, რომელიც დევნილს 10 000 ლარის სანაცვლოდ ზუგდიდში ბინას დაპირდა

0 კომენტარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოსდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც ის დააკავეს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები