ჰაჩიკო ერქვა ერთგულ ძაღლს, რომელიც იაპონიაში, შიბუიას გაჩერებაზე, პატრონს - პროფესორ ჰიდესაბურო უენოს კაცის გარდაცვალების შემდეგაც ელოდა.
აკიტა-ინუს ჯიშის ძაღლი - ჰაჩიკო, 1923 წელს დაიბადა. პროფესორმა ის ტოკიოში, შიბუიაში გადაიყვანა საცხოვრებლად. ერთგული ოთხფეხა მეგობარი პატრონს დილაობით სადგურზე აცილებდა და გაჩერებაზე მის დაბრუნებას ელოდა ხოლმე. 1925 წლის 21 მაისს უენო უნივერსიტეტში ლექციის დროს გარდაიცვალა და უკან არ დაბრუნებულა.
პროფესორის გარდაცვალების შემდეგ, ჰაჩიკო 1935 წლამდე შიბუიას გაჩერებაზე ელოდა პატრონის დაბრუნებას. მას გამვლელები აჭმევდნენ, ეთამაშებოდნენ და ეფერებოდნენ. ჰაჩიკო მათთვის კარგად ნაცნობი მეგობარი იყო. 1934 წელს ძაღლს ძეგლი დაუდგეს. 1935 წლის 8 მარტს ჰაჩიკო გარდაიცვალა.