თურქეთი

თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 700-მდე ადამიანის დაკავების ბრძანება გაიცა

AFP

თურქეთის პროკურატურამ ფეთულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 700-მდე ადამიანის დაკავების ბრძანება გამოსცა. მათ შორის არიან სამხედროები და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

თურქეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით დაკავებები თურქეთის შეიარაღებულ ძალებში წარმოებულ გამოძიებას მოჰყვა.

თურქეთის მთავრობა გიულენს 2016 წლის გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. თავად გიულენი ამ ბრალდებას უარყოფს.

2016 წლის შემდეგ თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 80,000-მდე ადამიანი დააკავეს. კიდევ 150,000 საჯარო მოხელეს და სამხედროს უფლებამოსილება შეუჩერდა ან სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები