ფემიციდი

სამტრედიაში კაცმა ქალი მოკლა

www.gwf-online.org

სამტრედიაში კაცმა ქალი მოკლა. სხვადასხვა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალი შესაბამის უწყებაში განქორწინების მიზნით მივიდა და ქმარმა იქ მოკლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. უწყებაში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15-წლამდე.

კომენტარები