აქცია-პერფორმანსი

ჩარჩოში ჩასმული "სინდისი" - დემონსტრანტების საჩუქარი ბიძინა ივანიშვილს

ახალგაზრდული ორგანიზაცია "გაბედეს" წევრები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია-პერფორმანსს აწყობენ.

დღეს, 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით, აქციის წევრებმა ყუთი მიიტანეს, რომელშიც ჩარჩოში ჩასმული "სინდისია" მოთავსებული

"ეს არის ის, რაც ივანიშვილს არ გააჩნია და ამდენი ხნის განმავლობაში ვერაფრით იყიდა" - ამბობენ "გაბედეს" წევრები. 

აქტივისტებმა დაბადების დღის მისალოცად რუსი მომღერლის ირინა ალეგროვას სიმღერაც ჩართეს. 

კომენტარები