მარტინ ფრიმანი

მარტინ ფრიმანმა აღიარა, რომ შვილებს ფიზიკურად სჯიდა და ბავშვებს შეურაცხყოფას აყენებდა

yahoo

მსახიობმა მარტინ ფრიმანმა, რომელიც ცნობილია თავისი როლებით ფილმში The Hobbit და სერიალში Sherlock, აღიარა, რომ საკუთარ შვილებს ფიზიკურად სჯიდა და ნაბ***რებს უწოდებდა. 

მსახიობის თქმით, მან შვილები სულ ორჯერ სცემა, შეურაცხყოფა კი უფრო მეტჯერ მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარი საქციელით არ ამაყობს და იცის, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, ეს მაინც გააკეთა, რადგან უნდოდა, რომ ბავშვები საკუთარ დანაშაულს მიმხვდარიყვნენ.

ასევე ფრიმანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ის დარწმუნებულია, რომ მოსიყვარულე და კარგი მამაა. მსახიობს არც შეცდომების აღიარების სცხვენია. 

მარტინ ფრიმანს ორი შვილი, 14 წლის ბიჭი - ჯო და 11 წლის გოგო გრეისი ჰყავს. 

წყარო

კომენტარები