რუსეთი

რუსი კანონმდებლები გამოდიან ინიციატივით ყოფილ პრეზიდენტებს იმუნიტეტი მიენიჭოთ

0 კომენტარი
ფოტო: bloomberg.com

რუსი კანონმდებლები მუშაობენ ინიციატივაზე, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს გასამართლებისაგან დაიცავს და იმუნიტეტს მიანიჭებს. ინიციატივა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში განიხილება.

რუსეთის პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის თანათამვმჯდომარეს, პუტინის პარტიის, "ერთიანი რუსეთის" წევრს პაველ კრაშენიკოვს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო რეფორმები მოიცავს ყოფილი პრეზიდენტებისათვის იმუნიტეტის მინიჭებას.

"რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც შეწყვეტს უფლებამოსილების შესრულებას, აქვს იმუნიტეტი. ჩვენ გვაქვს ეს რეფორმა შემოთავაზებული." თქვა მან RIA novosti-ს მიხედვით.

მანამდე კრაშენიკოვს ჰქონდა ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტი ვადის დასრულების შემდეგ უვადო სენატორი გამხდარიყო. ამავე სამუშაო ჯგუფმა წამოაყენა ინიციატივა პუტინის საქმიანობის აღწერა სახელმწიფო ლიდერიდან უზენაეს ლიდერად შეცვლილიყო.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ინიციატივაზე კომენტარს ჯერ-ჯერობით არ გააკეთებენ.

რუსეთის კანონმდებლობით პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის წევრებს იმუნიტეტი იცავთ.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს.

პუტინს სურს, რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება და ამგვარად მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა.

პუტინს ვადა 2024 წელს ეწურება. მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს ამის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ მას საკონსტიტუცო ცვლილება მოეთხოვა.

პუტინმა ასევე დააანონსა ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. 

მედვედევს პუტინმა უშიშროების საბჭოს მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, პრემიერმინისტრის პოსტზე კი მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა წამოაყენა, რომელსაც რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები