ბიძინა ივანიშვილი

მეცნიერებათა აკადემია ივანიშვილს: თქვენ, თავად მეცნიერს, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს

George Nebieridze / BuzzFeed

"ტქვენ, თავად მეცნიერს, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს" - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, დაბადების დღეს ულოცავს. 

მეცნიერებათა აკადემიის სახელით ივანიშვილს დაბადების დღეს აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე ულოცავენ.

"ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში. თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ",-წერია მეცნიერებათა აკადემიის მილოცვაში.

ბიძინა ივანიშვილი 64 წლის გახდა.

კომენტარები