ავტოავარია

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე დაშავდა

შსს

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, ერთერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები