უსაფრთხოების საბჭო

პრემიერმა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური "შეთავსებით" უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური "შეთავსებით" დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქრთველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"უსაფრთხოების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ბატონ ვახტანგს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევაც, იქნება გაზრდილი და ეფექტური“,- განაცხადა გახარიამ.

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია იკავებდა, რომელმაც პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

კომენტარები