ცნობილი ადამიანები

ჰარი სტაილსი ვალენტინობის დღეს ლონდონში გაქურდეს - მას დანით დაემუქრნენ

ჰარი სტაილსი

ჰარი სტაილსი პარასკევს საღამოს, ვალენტინობის დღეს ლონდონში გაქურდეს.

სავარაუდოდ, ქუჩაში ჰარი სტაილსთან დანიანი კაცი მივიდა, რომელმაც მას ცივი იარაღი ყელზე მიადო და ამ გზით ფული გამოართვა.

პოლიციას განცხადებაში არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა ჰარი სტაილსი ამ შემთხვევაში ჩართული, თუმცა მათ მიერ აღწერილი სიტუაცია და გარემოებები, ზუსტად ემთხვევა მედიების მიერ მოპოვებულ ცნობებს.

"პოლიციელებს 15 თებერვალს დაუკავშირდნენ, 14 თებერვლას 23:50 საათზე მომხდარი ინციდენტის გამო. 20-იან წლებში მყოფი კაცს, ქუჩაში, მეორე კაცი დანით დაემუქრა. მსხვერპლი არ დაზიანებულა, თუმცა მისგან ფული წაიღეს", - წერს პოლიცია.

ჯერჯერობით ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ და გამოძიება გრძელდება.

კომენტარები