ავსტრალია

ავსტრალიაში, მანქანაში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 ბავშვია

bbc

ავსტრალიაში ავტომობილი დაიწვა, შედეგად 4 ადამიანის დაიღუპა. აქედან სამი ბავშვია. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ბრისბენში მოხდა.

ხანძრის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, აქედან ქალმა ძლიერი დამწვრობა მიიღო და ის უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. მსუბუქად დაშავდა კაცი, რომელიც ცეცხლწაკიდებული მანქანიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობდა. 

დაღუპულების და დაშავებულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი, რომელმაც მანქანიდან თავი დააღწია, ყვიროდა, რომ მამაკაცმა მას ბენზინი გადაასხა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მამაკაცი ხანძარს ემსხვერპლა. 

კომენტარები