ბილი აილიში

ბილი აილიში: ინსტაგრამზე კომენტარების კითხვა შევწყვიტე, მანგრევდა

0 კომენტარი
ფოტო: Instagram : Billieeilish

18 წლის გრემის მფლობელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა, BBC Breakfast-სთან ინტერვიუში თქვა, რომ სულ რამდენიმე დღეა, რაც ინსტაგრამზე ხალხის კომენტარების კითხვა შეწყვიტა, რადგან, როგორც აილიში განმარტავს, ეს მის "ცხოვრებას ანგრევდა".

"რაც უფრო ბევრ მაგარ რამეს აკეთებ, უფრო მეტ ადამიანს სძულხარ, სიგიჟეა", - ამბობს მომღერალი.

ბილი აილიშის თქმით, მიზეზი იმისა, თუ რატომ კითხულობდა აქამდე სოციალურ ქსელებში კომენტარებს, ფანებთან სიახლოვე იყო. მაგრამ, მომღერალი აღიარებს, რომ კომენტარების კითხვას დიდი ხნის წინ უნდა შეშვებოდა.

"ჩემი ფანები ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათთან ურთიერთობას ინტერნეტი ანგრევს", - ამბობს ბილი აილიში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები