თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 20 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცინცაძის, სააკაძის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის, რიონჰესის, ბენდელიანის, იმერეთის, მანჯგალაძის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სვანეთის, მრევლიშვილის, სანერგეს და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, გობრონიძის, ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, ლაზოს, შუშის, ტაძრის, სარაჯიშვილის, მონასტრის, წყალსადენის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მესხეთის, კობცოვის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ხარაბაძის, გომარეთის, წინანდლის, გუთნის, ივერიელის და ახმეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სევანის, მარტყოფის, ფაღავას, ირბახის, გურჯაანის, ბოროდინის, ნასაკირალის, მახათას, სართიჭალის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის და დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ღოღობერიძის, ჟორდანიას და ლომინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ზაქარიაძის, ამაშუკელის და აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, კვიჭიძის, ნოზაძის და ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და თავდადებულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ალექსეევკის დასახლების, გახოკიძის და ქართველიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები