ოცნების აქტივისტებია აქცია

ოცნების აქტივისტები ელენე ხოშტარიას რესტორანში სადილობისას შეუცვივდნენ

0 კომენტარი

ქართული ოცნების აქტივისტები ევროპული საქართველოს დეპუტატს ელენე ხოშტარიას რეატორანში სადილობისას შეუცვივდნენ. ისინი მოითხოვენ, რომ ხოშტარიამ მანდატი დატოვოს. 

ოცნების აქტივისტები ამბობენ, რომ ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ.

18 თებერვალს პარლამენტის სესიაზე, სადაც ქართული ოცნება ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, იმავე თანამდებობაზე დასაბრუნებლად აპირებდა კენჭისყრას, პარლამენტის სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, სიტყვით გამოსვლის დროს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა სიმბოლურად, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. 

საღამოს ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ერთერთი მონაწილე ამბობდა, რომ მისი მოთხოვნა "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეჩერება" იყო. 

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, 19 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა კავშირი პარტიასა და აქციის მონაწილეებს შორის და თქვა, რომ მან პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძისგან მიიღო შეტყობინება, რომ ის "ვერ აკავებდა ამ გოგო-ბიჭებს". 

აქტივისტებს შორის, რომლებიც ხოშტარიასა და ნადირაშვილის მიერ მანდატების დატოვებას მოითხოვენ, ერთერთი ის პირია, ვინც სირცხვილია აქციებზე დადიოდა და პროვოკაციებს აწყობდა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები