პრეზიდენტის ვიზიტი აფრიკაში

ადმინისტრაცია: facebook პოსტის გამო პრეზიდენტის აფრიკაში ვიზიტი გაუქმდა

0 კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, პრეზიდენტის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ყოფილმა ელჩმა უპასუხისმგებლო და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელ განცხადება გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება.

მამუკა ჟღენტმა დღეს, 19 თებერვალს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მარტში 10 დღიანი ვიზიტით აფრიკის რესპუბლიკაში მიდიოდა.

"განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები," - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ.

"საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.," - წერია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები