სენატორი რიში

სენატორ რიშის გზავნილი: სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადების თანახმად, მისი აპარატის თავმჯდომარემ თბილისში ჩამოიტანა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის "მკაფიო გზავნილი", რომლის მიხედვითაც "სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება".

განცხადების თანახმად, ამან უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვა.

თბილისში გამართული შეხვედრების ფარგლებში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა, კრის სოჩამ ისაუბრა "საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე."

თბილისში სოჩა პრემიერმინისტრ გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძეს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

სოჩამ აგრეთვე ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

კომენტარები