გერმანია

გერმანიის ქალაქ ჰანაუში ორ ჩილიმ ბარზე შეიარაღებულ თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

გერმანიის ჰესენის მხარეში ქალაქ ჰანაუში ორ ჩილიმ ბარზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებული თავდასხმა ღამით მოხდა. თავდამსხმელი მოგვიანებით პოლიციამ საკუთარ სახლში მკვდარი იპოვა. მის სახლში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი.

თავდასხმის მოტივი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. გერმანული გამოცემა Bild-ის მიხედვით თავდამსხმელი გერმანიის მოქალაქე იყო, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის უფლება ჰქონდა. ჩილიმ ბარების კლიენტების უმეტესობას ეთნიკურად ქურთები წარმოადგენდნენ.

4 დღის წინ სროლა მოხდა ბერლინშიც, თურქულ კომედიურ შოუზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები