კურტ კობეინი

კურტ კობეინის 1994 წლის ინტერვიუ გამოცემასთან The Fender Frontline

Pinterest

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მუსიკოსმა, ჯგუფის Nirvana ფრონტმენმა 1994 წლის 5 აპრილს თავი მოიკლა. 

დღეს, 20 თებერვალს, კობეინის დაბადების დღეზე ვიხსენებთ გამოცემასთან Fender Frontline ტელეფონით ჩაწერილ მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს, რომელიც მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა. 

ჟურნალისტი: ნირვანა "დიდი როკის" ისტორიად იქცა, თუმცა მუსიკა ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კმაყოფილი ხართ ჯგუფის მიღწევებით?

კურტი: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარია, როდესაც შენს ალბომებს უამრავი ადამიანი ყიდულობს და გამოსვლებსაც ძალიან ბევრი ადამიანი ესწრება, მაინც არაფერი შეედრება იმის შეგრძნებას, რომ ჩემ მიერ დაწერილი სიმღერას,  ეს არაჩვეულებრივი ბენდი უკრავს. უბრალოდ მართლა ძალიან მომწონს ჩემი სიმღერების კარგ ბასისტთან და დრამერთან ერთად რომ ვასრულებ. ერთადერთი რაც უფრო მნიშვნელოვანია - ეს ჩემი შვილი და ცოლია. მათზე მეტად არაფერი მიყვარს. ჯგუფის მიღწევებით დღეს ძალიან ვამაყობ.


ფოტო: Jesse Frohman

ჟურნალისტი: თქვენ ძალიან გასაგებად განმარტეთ, რომ "როკ ვარსკვლავობა" თქვენთვის არაკომფორტული საქმეა. ნუთუ ეს მართლა ასეა, თქვენ ხომ უნიჭიერესი მუსიკოსი ხართ და არაჩვეულებრივ სიმღერებს წერთ?

კურტი: ალბათ, სიმღერების წერა ნაკლებად სასიამოვნო პროცესად იქცევა, როდესაც ამაზე, როგორც სამსახურზე ისე ვფიქრობ. სიმღერის წერა საკუთარი თავის გამოხატვაა, შემოქმედებაა. აი ფოტოსესიები და ინტერვიუები ნამდვილად სამსახურია.  


ფოტო: Jesse Frohman

ჟურნალისტი: თქვენ ძალიან ემოციური შემსრულებელი ხართ. განიცდით თქვენი სიმღერების სინაზესა და მრისხანებას ყოველი შესრულებისას?

კურტი: ეს საკმაოდ რთულია, რადგან სიმღერის მთელი სინაზე და მრისხანება მაშინ გამოიხატება, როდესაც ეს სიმღერა იწერება. მე, გარკვეულწილად,  ვცდილობ, აღვადგინო იმ ემოციის სიწმინდე, რომელიც სიმღერის დაწერისას შეიქმნა. თუმცა, გამოცდილების მატებასთან ერთად ამის გაკეთება სულ უფრო და უფრო მარტივი ხდება. ეს ერთგვარი თაღლითობაცაა.


ფოტო: Jesse Frohman

ჟურნალისტი: გარდა ინტერვიუებისა, რა არის დღეს თქვენთვის ყველაზე რთული ?

კურტი: ჩემს ოჯახთან განშორება. მაღიზიანებენ ის ადამიანები, ვინც დახვეწილ ფრანგულ კერძებს მთავაზობს მაშინ, როდესაც მე უბრალოდ ყველიანი მაკარონის ჭამა მინდა. მაცოფებს საზოგადოებასთან უკარება ადამიანის როლის თამაში მაშინ, როდესაც უბრალოდ მორცხვი ვარ. ინტერვიუები უკვე ვახსენე?


ფოტო: Jesse Frohman

ჟურნალისტი: ალბომმა Nevermind ტქვენი ცოხვრება შეცვალა, მაგრამ კორტნისა და ფრენსის (ცოლი და შვილი) მხარდაჭერას სულ უნდა გრძნობდეთ. რამდენად მოგწონთ, რომ მეოჯახე კაცი ხართ?

კურტი: ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ცხოვრებაში. მუსიკა ჩემი პროფესიაა, ოჯახი - ჩემი ცხოვრება. როდესაც Nirvana ყველას დაავიწყდება და რომელიმე კონცერტზე ჯგუფების Temptations და Four Tops გასახურებლად დავუკრავ, ფრენსისი ისევ ჩემი შვილი იქნება, ხოლო კორტნი - ცოლი. ეს ჩემთვის ყველაზე მეტს ნიშნავს. 

კომენტარები