ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია

სასამართლოდ დამნაშავედ ცნო დედა და დეიდა, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ

Shutterstock

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ.პ-ს და ა.პ-ს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. აქედან, ბავშვების დედა პენიტენციურ დაწესებულებაში ხუთ წელს გაატარებს, სამი წელი - პირობითი სასჯელი იქნება, ხოლო დეიდა - ოთხ წელს მოიხდის ციხეში და ოთხი წელი პირობით პატიმრობად ჩაეთვლება.

"დადასტურდა, რომ ქ.პ-მ და მისმა დამ ა.პ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღებისა და ექსპლუატაციის მიზნით, 2018 წლის ივნისში გადაიბირეს ქ.პ-ს არასრულწლოვანი - 8, 9, 6 და 11 წლის შვილები, რომლებსაც იძულებითი მათხოვრობით 2019 წლის 18 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას. ბავშვების მიერ მათხოვრობის შედეგად შეგროვებულ თანხებს დედა და დეიდა სრულად ისაკუთრებდნენ" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები