რუსული პროპაგანდა

ესტონეთის უსაფრთხოების სამსახური: ქართული მარშის ლიდერებს კავშირები აქვთ რუსეთთან

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი, კერძოდ ქვეყანაში არსებულ რუსულ გავლენაზე. 

ესტონეთის დაზვერვის 2020 წლის ანგარიშის "საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი" მიხედვით, რომელიც გასულ წელს აჯამებს, წერია, რომ ძალადობრივი დაჯგუფების "ქართული მარშის" რამდენიმე ლიდერს კავშირი აქვს რუსეთთან და რუსულ გავლენებთან. 

"ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პროპაგანდა, რომელიც მხარს უჭერს ე.წ ტრადიციულ ტრადიციულ ღირებულებებს. 

ქართული მარში, რომელიც 2017 წელს დაფუძნებულ ექსტრემისტულ მოძრაობებს აერთიანებს, დიდ როლს თამაშობს ამაში. მისი მისია არის წინ აღუდგეს იმ ღირებულებებს, რომელიც თითქოს ქართულ საზოგადოებას დასავლეთისგან აქვს თავს მოხვეული, ირწმუნებიან, რომ ეს ღირებულებები ქართველ ხალხსა და ქართული საზოგადოებას არსებობას საფრთხეს უქმნის. ეს არის აგრესიული მოძრაობა, რომელიც არ ერიდება ოპონენტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენებას. ის მიზნად ისახავს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ არსებული საჯარო მხარდაჭერის შემცირებას - ეს არის საგარეო პოლიტიკასთან არსებული კონსენსუსი, რომელზეც შეთანხმება უკვე 15 წელია არსებობს. ასევე, მათი მიზანია შიდა დაპირისპირებისა და გაღვივებადი კონფლიქტის შექმნა ქართულ საზოგადოებაში. ქართული მარშის ლიდერებს შორის რამდენიმეს კავშირი აქვს რუსეთთან და მის გავლენებთან,"- წერია ანგარიშში. 

კომენტარები