კურტ კობეინი

კურტ კობეინი 53 წლის გახდებოდა - მომღერლის ცხოვრება ფოტოებში

0 კომენტარი
1991 წელი, გერმანია.

დღეს, ლეგენდარული ჯგუფის ნირვანას ფრონტმენი კურტ კობეინი 53 წლის გახდებოდა.

კურტ კობეინი 1967 წელს, ვაშინგტონის ქალაქ აბერდინში დაიბადა. ოჯახის წევრების ცნობით, კობეინი მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესებული იყო - მისი დეიდის თქმით, მან სიმღერა ორი წლის ასაკიდან დაიწყო, ოთხი წლის ასაკში კი პიანინოზე დაკვრაც ისწავლა.

1987 წელს, კურტ კობეინმა კრისტ ნოვოსელიკთან და აარონ ბარკჰარდთან ერთად ჯგუფი Nirvana ჩამოაყალიბა, რომელიც სიეტლის მუსიკალური სცენის ნაწილად ჩამოყალიბდა, რაც თავის მხრივ მოგვიანებით გრანჟად გახდა ცნობილი.

კურტ კობეინის ცხოვრების ბოლო წლებში სერიოზული ჯანრმთელობის პრობლემები ჰქონდა ჰეროინზე დამოკიდებულების გამო - მას ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დეპრესია განუვითარდა.

1994 წლის 8 აპრილს კურტ კობეინი სიეტლში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ მოგვიანებით დაადგინა, რომ ნირვანას ფრონტმენმა 5 აპრილს იარაღის გასროლით თავი მოიკლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები