ხელისუფლების აქტივისტებმა აქცია ამჯერად ვანო მერაბიშვილს მოუწყვეს

ქართული ოცნების აქტივისტებმა აქცია ამჯერად სოლოლაკში, იმ დაწესებულებასთან გამართეს, სადაც ვანო მერაბიშვილი არაფორმალურ გარემოში მეგობრებთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფებოდა.

აქტივისტები, ასევე ბუტა რობაქიძის და ზურაბ ვაზაგაშვილი ოჯახის წევრები, დაწესებულებაში შემსვლელებს შეძახილებით და ტრანსფარანტებით ხვდებოდნენ და ამბობდნენ, რომ ვანო მერაბიშვილს "კომფორტის ზონას არ შეუქმნიან".

თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა.

ხელისუფლების აქტივისტებმა აქციები გასულ დღეებში ევროპული საქართველოს ოფისთან გამართეს. ისინი რესტორანში ვახშმობისას მიუვარდნენ ელენე ხოშტარიას და პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვის გამო, მანდატის დატოვება მოსთხოვეს.

კომენტარები