სოფიო ქაცარავა

სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი, ლევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელჩად ოფიციალურად დაინიშნა. ასევე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში ელჩად დავით დონდუა დანიშნეს.

გასული წლის 16 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სოფიო ქაცარავამ ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვა, მან დეპუტატის მანდატიც მიატოვა.

ქაცარავა იმჟამად წერდა, რომ გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო, თუმცა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად თვლიდა - "ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემს ქვეყანას!"

პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ ოცნება 15-მა დეპუტატმა დატოვა. ერთერთია სოფიო ქაცარავა.

კომენტარები