გორის საკრებულო

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ხოშტარიაზე: ქალის სახე დაკარგა, ქალი უნდა იყოს კდემამოსილი

მას შემდეგ, რაც გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ ევროპული საქართველოს დეპუტატზს ელენე ხოშტარიაზეს "გავრილოვთან შუამავლობა" დააბრალა და ზნედაცემული უწოდა, კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა მასზე:

"კი, ზნედაცებულია, მე არც უარვყოფ მაგ სიტყვებს! აქციებზე რას აკეთებდა, ქალის სახე აქვს დაკარგული საერთოდ! ქალი არის კდემამოსილი! მერე მაგის საქციელი, შეუარცხყოფები, მაგის საუბარი - არაფერში არ ჯდება. საზღვარი არ არსებობს მაგათი უტიფრობის. ის ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ეს არის ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა."

მისი თქმით, ის ელენე ხოშტარიაში ვერს პოლიტიკოს აღიქვამს და "მით უმეტეს, ვერც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის დეპუტატს".

რაზმაძემ ეს კომენატი ფორმულასთან საუბრისას გააკეთა.

კომენტარები