ირანი

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აიათოლა ალი ხამენეი
Reuters

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობის მიღება 58 მილიონ ირანელს შეუძლია. მათ პარლამენტის 290 წევრი უნდა აირჩიონ. პირველი, ვინც ხმა მისცა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი იყო. მან თქვა, რომ ირანის არჩევნებს მათი მეგობრები და მტრები აკვირდებიან, რომლებსაც სურთ ნახონ რა შედეგი გამოიღო ტრამპის ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკამ:

"ხმის მიცემა რელიგიური მოვალეობაა, რომელიც ირანის ეროვნული ინტერესების გარანტიაცაა. ირანელებს მოვუწოდებ არჩევანი ადრე დააფიქსირონ." თქვა მან ხმის მიცემის შემდეგ.

ირანის მთავრობის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მედიის მეშვეობით მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. მათი თქმით ხმის მიცემისაგან თავის შეკავება პროტესტის ნიშნად მხოლოდ დონალდ ტრამპს წააქეზებს რომ ირანს მეტი სანქციები დაუწესოს.

პარლამენტის 290 ადგილისათვის 7,000-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის.

მასში მონაწილეობის მიღება 16,000-ზე მეტ კანდიდატს აუკრძალეს. მათ შორის დისკვალიფიკაცია მისცეს ამჟამინდელი პარლამენტის 90 რეფორმისტ წევრს. აშშ-მა კონსტიტუციის მცველთა საბჭოს 5 წევრს, რომელიც კანდიდატებს ამოწმებს, საარჩევნო მანიპულაციის გამო სანქციები დაუწესა.

ირანის რეჟიმის ოპოზიციის ნაწილმა მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდა.

კომენტარები