დონალდ ტრამპი

ტრამპმა ოსკარის ფილმ პარაზიტისთვის გადაცემა და ბრედ პიტი გააკრიტიკა [Video]

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლორადოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას 2020 წლის ოსკარების ცერემონია გააკრიტიკა, კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში სამხრეთ კორეულმა ფილმმა "პარაზიტი" გაიმარჯვა.

"როგორი ცუდი იყო წელს ოსკარის დაჯილდოება ნახეთ? "და გამარჯვებულია...ფილმი სამხრეთ კორეიდან". რა ჯანდაბა იყო ეს? ჩვენ საკმარისი პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან ვაჭრობის მხრივ და ამას ისიც ემატება, რომ საუკეთესო ფილმის ნომინაციას ვაძლევთ? მე ველი რაიმეს, მაგალითად ქარწაღებულნი, შეიძლება ეს ფილმი დავაბრუნოთ? ან სანსეტ ბულვარი. რამდენი კარგი ფილმი იყო. მე ვფიქრობდი რომ [პარაზიტი] საუკეთესო უცხოური ფილმი იყო, მაგრამ თურმე საუკეთესო ფილმი ყოფილა. ადრე ასეთი რამ მომხდარა?" თქვა მან.

ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა სტუდია Neon, რომელმაც ფილმი პარაზიტი გამოუშვა:

"გასაგებია, მას კითხვა არ შეუძლია." დაწერეს მათ ტვიტერზე.

ტრამპმა გააკრიტიკა ბრედ პიტიც, რომელმაც მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის ოსკარის აღების შემდეგ ტრამპის საიმპიჩმენტო პროცესზე ისაუბრა, კონკრეტულად კი გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ სენატში საიმპიჩმენტო განხილვისას მოწმეები არ დაუშვეს.

"მითხრეს, რომ 45 წამი მაქვს სიტყვისათვის. ეს იმაზე 45 წამით მეტია, რაც სენატმა ჯონ ბოლტონს მისცა. იქნებ კვენტინ ტარანტინომ ფილმი გადაიღოს ამაზე, რომლის დასასრულს ზრდასრულები სწორად მოიქცევიან." თქვა მან.

ტრამპმა კი თქვა, რომ ბრედ პიტის ფანი არ არის:

"მისი დიდი ფანი არ ვყოფილვარ. გამოვიდა, პატარა ბრძნული განცხადება გააკეთა. პატარა ბრძენი კაცია." თქვა მან.

კომენტარები