რუსული კიბერთავდასხმა

გომელაური კიბერთავდასხმაზე: პრევენციას გავაკეთებთ და აღარ მოხდებათქო, რომ ვთქვა, მოვიტყუები

ტვ პირველი

შს მინისტრის ვახტანგ გომალურის თქმით, ხელისუფლება მუშაობს პარტნიორებთან ერთად, რომ მეტი კონტროლი იყოს კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად და ასევე იმაზე, რომ თუ მოხდება მსგავსი შემთხვევები მალევე იქნას დაბლოკილი, რომ არ გავრცელდეს. 

დაიწყება თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება, მინისტრი ჯერ ვერ აკონკრეტებს, ამბობს, რომ ამას გადაწყვეტენ. 

"21-ე საუკუნეა და ეს თემა პოპულარულია მსოფლიოში არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც, როგორიც არის აშშ და ბრიტანეთი, ევროპის დიდ ქვეყნებშიც, საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. აღარ მოხდება და ჩვენ პრევენციას გავაკეთებთ და ეს დაიხურება და საფრთხე არ იქნება ჩვენს ქვეყანაშითქო, რომ ვთქვა, მოვიტყუები," - ამბობს გომელაური. 

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. გაითიშა ასობით ვებ გვერდი, საიტებზე წაშლილი იყო შინაარსი, ჩნდებოდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "მე დავბრუნდები".

2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა.

გამოძიება საქართველომ, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივად ჩაატარეს.

საქართველოზე კიბერთავდასხმა დაგმეს აშშ-მადიდმა ბრიტანეთმაკანადამნიდერლანდების  სამეფომ, ნორვეგიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, დანიამ, უკრაინამ, ასევე, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები