GNCC

GNCC: 2019 წლის ბოლო სამ თვეში ყველაზე მაღალი სარეკლამო შემოსავალი იმედმა და რ2-მა მიიღეს

2019 წლის ბოლო სამ თვეში ყველაზე მაღალი სარეკლამო შემოსავალი იმედმა და რ2-მა მიიღეს. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მოსდევს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის მე-4 კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22 492 308 ლარი შეადგინა.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2019 წლის მეოთხე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

  • · ტელეიმედი - 9,891,702.51 ლარი
  • · სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 5,009,224.00 ლარი
  • · საზოგადოებრივი მაუწყებელი - 656,171.18 ლარი
  • · ტელეკომპანია პირველი - 1,423,321.00 ლარი
  • · მთავარი არხი - 2,426,619.30 ლარი
  • · სილქნეტი - 614,660.89 ლარი
  • · ჯი-დი-ეს თივი - 600,787.79 ლარი
  • · სეტანტა ჯორჯია - 277,271.35 ლარი
  • · რ.ბ.ჯ. – 143,408.50 ლარი
  • · ტვ 25 – 133,989.90 ლარი
  • · ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი - 123,235.52 ლარი
  • · სტუდია პულსი - 86,964.37 ლარი
  • · ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია - 84,860.00 ლარი
  • · სტუდია მაესტრო - 118,025.00 ლარი
  • · პალიტრა Tv – 158,902.45 ლარი
  • · რაგბი ტვ - 96,649.00 ლარი
  • · ტელეკომპანია „კავკასია“ – 64,241.13 ლარი
  • · ტელერადიოკომპანია რიონი - 47,791.94 ლარი
  • · არასამეწარმეო კავშირი ობიექტივი - 70,000.00 ლარი
  • · დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში - 32,784.75 ლარი
  • · სხვა - 431,697.56 ლარი

GNCC აცხადებს, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი კლება მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ჰქონდა. კერძოდ რუსთავი 2-მა 2019 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,336,934. 00 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ იმედი პროსახელისუფლებო მედიაა; რ2 - სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ძმებ ყარამანიშვილებს ჩამოერთვათ და ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საზოგადოებრივ მაუწყებელს კი, რომელიც ბიუჯეტიდან წელიწადში 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება, არ ჰქონდა უფლება, კომერციული რეკლამა ეთერში გაეშვა, თუმცა, 2018 წელს მმართველმა გუნდმა მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა და პირველ არხს კომერციული რეკლამის გაშვების უფლება მიენიჭა.

კომენტარები