საარჩევნო სისტემა

ბოკერია: თბილისში უკვე დაძრულია მაჟორიტარებზე შეთანხმება, გვარებამდე ვართ მისული

გიგა ბოკერია
ტაბულა

"თბილისში უკვე დაძრულია მაჟორიტარებზე შეთანხმება, გვარებამდე ვართ მისული," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიას თქმით, თუ ოცნება, საარჩევნო სისტემას არ შეცვლის ოპოზიცია ამ სცენარისთვისაც მზად არის. ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში, საკვანძო ადგილებში კანდიდატებზე შეთანხმებიან. მისივე თქმით, თბილისის გარდა, შეთანხმება იქნება რეგიონებშიც.

"თუ არ მოეგებიან გონს და ჩაატარებენ ამ სისტემით არჩევნებს და კიდევ დაიჭერენ ლიდერებს, ჩვენ ამ სცენარისთვის მზად ვართ, მაჟორიტარულ ოლქებში საკვანძო ადგილებში მოხდება კოორდინირება, რამდენი ლიდერიც არ უნდა დაიჭირონ, ეს ვერ შეაჩერებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის ბრაზს, პირიქით გააღრმავებს. ქვეყანას დააზიანებენ და თავის ბედს გახდიან შეუძლებელს," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ამბობს, რომ თუ ოცნება გონს მოეგება და რეპრესიებს შეწყვეტს და საარჩევნო სისტემასაც შეცვლის, ოპოზიცია იქნება მოქნილი, რადგან მათი მიზანი კრისიზის შექმნა კი არა, ივანიშვილის მიერ შემნილი კრისიზიდან ნაკლები ზიანით გამოსვლაა.

"ივანიშვილი პერსონალურად და მთელი მისი მასხარები ამ უგუნურ ბრიყვულ მოდუსში არიან, აქვთ ილუზია, რომ ამ დამოკიდებულებით, რეპრესიებით, დაჭერებით, დაჭერების შიშით და უტიფრობით და საზოგადოების შეურაცხყოფით, რომ აი, გადაგაგდებ და მორჩა, რაღაცნაირად შეინარჩუენებენ ძალაუფლებას. რეალურად, ვერც ძალაუფლებას შეინარჩუნებენ, უბრალოდ ქვეყნისთვის უფრო საზიანო არის ეს და მათთვის ტრაგიკული იქნება პოლიტიკურად," - ამბობს ბოკერია.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჩვეული შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საარჩევნო თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. დღეს ისინი მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხს განიხილავენ.

ოცნების ბოლო შეთავაზე არის, რომ მანდატები 100/50 პრინციპით გადანაწილდეს, თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია ამას არ თანხმდება. ხოლო მას შემდეგ რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დაიჭირე, ოპოზიციამ მოლაპარაკებები შეწყვიტა.

კომენტარები