საჩხერე

საჩხერეში არასრულწლოვანმა მამა მოკლა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში არასრულწლოვანმა სანადირო თოფით მამა მოკლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში, დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა.

უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტოები იყვნენ.

2002 წელს დაბადებული ჯ.კ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენიდან მალევე, სახლში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები