იურგენ კლოპი

"ლივერპულს ვერ წავაგებინებ" - კლოპმა მანჩესტერის 10 წლის ფანის თხოვნას წერილით უპასუხა

მანჩესტერ იუნაიტედის 10 წლის ფანმა ლივერპულის მწვრთნელს, იურგენ კლოპს თხოვნით მიმართა, რომ თავისი გუნდი პრემიერ ლიგის მოგებისგან შეეჩერებინა - კლოპმა მას წერილითვე უპასუხა.

10 წლის დარაჰ კარლიმ, სკოლის დავალების ფარგლებში იურგენ კლოპს მიწერა და თხოვა, შესაძლებლობის შემთხვევაში ლივერპულს რამდენიმე თამაში წაეგო, რათა ჩემპიონთა ლიგა არ მოეგო.

"ლივერპული ძალიან ბევრ თამაშებს იგებს. თუ კიდევ 9 თამაშში გაიმარჯვებთ, ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია გექნებათ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. ამ დროს მანჩესტერ იუნაიტედის ფანად ყოფნა ძალიან სევდიანია.

ამიტომ, შემდეგ თამაშზე, გთხოვთ წააგებინეთ ლივერპულს. უბრალოდ მიეცით სხვა გუნდს ნება გოლი გაიტანონ. იმედი მაქვს დაგარწმუნეთ, რომ არ მოიგოთ ლიგა ან კიდევ ერთი თამაში", - ეწერა წერილში.

იურგენ კლოპმა მანჩესტერის პატარა ფანს წერილითვე უპასუხა და უთხრა, რომ ის ლივერპულს თამაშებს ვერ წააგებინებს.

იურგენ კლოპის წერილი.

"პირველ რიგში, მადლობელი ვარ რომ მომწერე. ვიცი, ჩემთვის არც კარგი იღბალი გისურვებია ან რამე მსგავსი, მაგრამ ყოველთვის კარგია ფეხბურთის ახალგაზრდა ფანებისგან ხმის გაგონება და ვაფასებ რომ შემეხმიანე.

საუბედუროდ, ამ მდგომარეობაში მე შენ ვერ დაგეხმარები. იმდენად, რამდენაც შენ გინდა ლივერპულის წაგება, ჩემი საქმეა, რომ ლივერპულს თასის მოგებაში დავეხმარო, რადგან მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი ელოდება ამას და მე არ მსურს მათი დაღალატება.

შენდა საბედნიეროდ, ჩვენ წაგვიგვია თამაშები წარსულში და წავაგებთ მომავალშიც, რადგან ეს არის ფეხბურთი. პრობლემა ის არის, რომ, როდესაც 10 წლის ხარ, გგონია ყველაფერი სამუდამოდ ისე იქნება, როგორც ახლა არის. თუმცა, თუ რამე შემიძლია გითხრა, როგორც 52 წლის ადამიანმა, გეტყვი რომ ეს ასე სულაც არ არის.

შენი წერილის წაკითხვის შემდეგ გეტყვი, რომ ერთი რამ არასდროს შეიცვლება - შენი სიყვარული ფეხბურთისა და შენი კლუბის მიმართ. მანჩესტერ იუნაიტედი ბედნიერია, რომ შენ ყავხარ.

იმედი მაქვს, თუ ჩვენ საკმარისად იღბლიანები ვიქნებით რომ კიდევ მოვიგოთ თამაშები და რამდენიმე ჯილდოც, შენ იმდეგაცრუებული არ დარჩები, რადგან რამდენადაც ჩვენი გუნდები დიდებული მეტოქეები არიან, იმდენად აქვთ მათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. ჩემთვის ამაშია ფეხბურთის არსი.

მიხედე თავს და წარმატებას გისურვებ,

იურგენ კლოპი", - წერია წერილში.

კომენტარები