დინამო თბილისი

23 თებერვალს, იუნკერთა ხსოვნის დღეს დინამო თბილისი შავი სათამაშო ფორმით იასპარეზებს

დინამო თბილისი

23 თებერვალს დაგეგმილ მატჩზე იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით დინამო თბილისი დაღუპულ იუნკერებს პატივს მიაგებს და სუპერთასის მატჩზე შავი ფერის სათამაშო ფორმით იასპარეზებს.  

დინამო თბილისის ინფორმაციით, შავი ფერის ფორმაზე იუნკერების სახელები იქნება დატანილი. 

"ამ ჟესტით ჩვენი კლუბი კიდევ ერთხელ ქედს იხრის სამშობლოსთვის თავდადებული გმირების წინაშე. #დიდებაგმირებს," - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს სუპერთასი 2020-ის მატჩი 23 თებერვალს, 17:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება. ერთმანეთს დინამო თბილისი და საბურთალო შეხვდებიან.

25 თებერვალს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 99 წელი გავა.

კომენტარები