საპატრიარქოს ქონება

EMC: 2019 წელს ხელისუფლებამ საპატრიარქოს 100 670 კვ.მ მიწა გადასცა

საქართველოს საპატრიარქო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანახმად, 2019 წელს ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვადრატული მეტრის ფართობის მიწა გადასცა.

ინფორმაციას ორგანიზაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვნილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

EMC-ში აცხადებენ, რომ ამგვარი პრაქტიკა კონსტიტუციის სეკულარულ პრინციპებს არღვევს:

"საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს. ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში, ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა." - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები