ქართული ოცნება

გახარია: არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან როდესმე წასული იყო?

მთავრობის ადმინისტრაცია

"მე არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან როდესმე წასული იყო?" - იკითხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატის ელჩად დანიშვნაზე.

კითხვაზე, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს სოფიო ქაცარავას კანდიდატურა, პრემიერმა თქვა, რომ "ის დიდ ბრიტანეთში იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი".

სოფიო ქაცარავამ მანდატი გასულ წლის ნოემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. 

მაშინ ქაცარავა წერდა, რომ ძალიან მძიმე, თუმცა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებები ვუსურვო ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემს ქვეყანას!" - დაწერა ქაცარავამ Facebook-ზე 16 ნოემბერს.

კომენტარები