კორონავირუსი

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდება და საჩხერეში კარანტინს გაივლის

ჩინეთის ავიახაზების Airbus A380
wikimedia.org

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში ჩარტერული რეისით ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდება.

გაბუნიას განცხადებით, მათ ჩინეთში უკვე აქვთ გავლილი წინასწარი შემოწმება, თუმცა აეროპორტში მათ ექიმების და ეპიდემიოლოგების ჯგუფი დახვდება.

"არც ერთ მათგანს ამ წუთამდე არ უფიქსირდება არანაირი ნიშანი იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი," - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, ამისდა მიუხედავად, საქართველოს 34-ივე მოქალაქე ორკვირიან კარანტინს გაივლის "სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც არსებობს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე."

ჩარტერული რეისი საქართველოში რამდენიმე საათში უნდა ჩამოვიდეს.

კომენტარები